აჭარის პოლიციის სამმართველოსთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წევრები, ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტებთან ერთად ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებენ

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წევრები, ასევე ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. ამ ფორმით ისინი,  ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაკავება პოლიტიკური მოტივით განხორციელდა და ეს არის შერჩევითი სამართალი.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, რომელიც  მალევე განიმუხტა.

ირაკლი ფანგანი ბათუმში, ევროპის მოედანზე უმაღლესი საბჭოს დეპუტარ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე დღეს დააკავეს. გამოძიება ორი, დევნისა და ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად