“აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუშაობა პროკურატურამ უნდა შეისწავლოს“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის საქმიანობის შემოწმებას პროკურატურას თხოვს. 

"როგორ შეიძლება დავით ბალაძე იყოს ეკონომიკის მინისტრი. ეს კაცი არ უნდა იყოს ეკონომიკის მინისტრი“ -განაცხადა დუმბაძემ.

მისი თქმით, ბალაძე 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ღიად თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, იგი აჭარაში გაყიდული და 1 ლარად  მიყიდული ტერიტორიების,  უკანონო ტენდერებისა და  ამ აუქციონების შესახებ ყველა მონაცემებს ფლობდა. 

„პრაქტიკულად, ეკონომიკის სამინისტროში ცვლილებები არ მომხდარა. აჭარაში ყველაზე დახურული სამინისტროა, საიდანაც ინფორმაციის მიღება ჭირს. მის მიმართ უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. რამდენიმე ტენდერია ჩატარებული. ასევე რამდენიმე ტენდერია ჩაშლილი ძალიან საეჭვო გარემოებებში. 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუშაობა პროკურატურამ უნდა შეამოწმოს. მაგალითად, როცა ბათუმის საკრებულომ  ტენდერის ჩატარება დააპირა, ეკონომიკის სამინისტრომ ეს ტენდერი ჩაშალა. ანუ, სხვის ქონებაზე ზეგავლენა მოახდინა. იმიტომ რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონება სხვაა და რეგიონალური სხვაა. რეგიონის მინისტრმა საკრებულოს წარმომადგენლობა  დაავალდებულა ტენდერი ჩაეშალათ. იმ მოტივით თითქოს მას უკეთესი ვარიანტი ჰქონდა. ამის ოფიციალური დოკუმენტები გვაქვს. ჩვენთან ინვესტიციების შემოსვლა შემცირებულია. რისი მიზეზიც უკიდურესი პასიურობა. 

არა, ეს კაცი არ უნდა იყოს ეკონომიკის მინისტრი. როგორ შეიძლება ბალაძე იყოს  მინისტრი? მისი მოსვლის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროში პრაქტიკულად ცვლილებები არ მომხდარა“.- განაცხადა დუმბაძემ.

"აიპრესი" შეეცდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდეს და მათ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად