აჭარის მუნიციპალიტეტებში  საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედერები გრძელდება

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით აჭარის მუნიციპალიტეტებში  საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედერები გრძელდება. 

 

ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის დირექტორებთან შეხვედრაზე  აღინიშნა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა ინტერესებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით წარიმართება.

სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა უნდა იმუშაონ დადგენილი წესების და სამედიცინო პროტოკოლის დაცვით. სახელმწიფო პროგრამით მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ.

შეხვედრას ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოშიფრიდონ ფუტკარაძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე -ილია ვერძაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქავაძესთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად