აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს ერთწლიან ანგარიშს აბარებს

თორნიკე რიჟვაძეს აჭარის უმაღლეს საბჭოში ამ წუთებში უსმენენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ერთი წლის წინ დანიშნული რეგიონის პირველი პირი საკანონმდებლო ორგანოს იმ მიღწევებსა და საქმიანობაზე აბარებს დეტალურ ანგარიშს რაც ამ პრიოდში მოასწრო:

“ერთი წლის განმავლობაში შევძელით დაგვეწყო სამი ქალაქის მშენებლობა. მე პირობა დავდე, რომ მუყაოს ქალაქის პრობლემის მოგვარება იქნებოდა ღირსების საქმე. სამითვის წინ ქობულეთში დავიწყეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო ნახევარი მილიარდის ღირებულების პროექტის-მწვანე ქალაქის მშენებლობა. 7 ჰექტარზე დავიწყეთ განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა,”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ეს არის პირველი შემთხვევა როცა მთავრობის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანოში მისვლას კანონი ავალდებულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...