აჭარის მთავრობის სახლთან წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულებმა კარვები გაშალეს

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი ე.წ ხოფის ბაზრობის ერთ-ერთი ყოფილი მეპატრონეა. დავით ანანიძე ქონების დაბრუნებას ითხოვს.

მისი თქმით საკუთრებაში არსებული ე.წ “ხოფის” ბაზრობა წინა ხელისუფლებამ წაართვა. ის წლებია დაობს თუმცა უშედეგოდ,ამბობს,რომ პროკურატურა ამ დრომდე არ დაინტერესებულა. აქციაზე თვითდასაქმებულები და სავაჭრო ცენტრ “ჭოროხის” ყოფილი მეპატრონეებიც იმყოფებიან, ისინიც ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხელისუფლებამ ანალოგიურად მიითვისა მათი ქონებებიც.

აქცია ბათუმის მერიასთან დაიწყო, შეკრებილებმა მსვლელობით აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გადაინაცვლეს შემდეგ კი, აჭარის მთავრობის სახლთან. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს და პროტესტის გაგრზელებას, ამ ფორმით გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად