აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირების დროს აქციის მონაწილე სამი პირი დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცავებმა დაპირისპირების დროს აქციის მონაწილე სამი პირი დააკავეს.

ოპოზიციის წევრები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა მათ სამართალდამცავები აჭარის მთავრობის სახლში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

აქციაზე სამართალდამცავები რამდენიმე პირის დაკავებას ცდილობდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად