აჭარის მთავრობამ წაბლანაში მცხოვრები 219 ეკომიგრანტი ოჯახისთვის 1 095 000 ლარი გამოყო

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ წაბლანასა და წაბლიანაში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გადაეცემათ.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მოსახლეობას შეხვდნენ და სიახლე პირადად გააცნეს. ბრძანებას აჭარის მთვრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხელი უკვე მოაწერა. 1 095 000 ლარი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 219 ოჯახი მიიღებს. აღნიშნულ ოკახსბს ბინები 2019 წელს გადაეცა. წაბლანის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 19 აპრილს წაბლანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი მოიყოლა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი.

კომენტარები
იტვირთება...