აჭარის მთავრობა: თურქეთში სეზონურად დასაქმების მსურველთათვის კრიტერიუმები დაზუსტდა

თურქეთში სეზონურად დასაქმების მსურველთათვის კრიტერიუმები დაზუსტდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა Facebook-გვერდზე აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“თურქეთში სეზონურად დასაქმების მსურველთათვის კრიტერიუმები დაზუსტდა.

საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ გამგზავრებას თურქეთის რესპუბლიკის ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გაცემული და ნოტარიულად დამოწმებული 3 თვიანი მოწვევის საფუძველზე.

4 აგვისტოდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შეავსონ სპეციალური ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა. (კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა, თურქეთში დროებით მომუშავე პირთა სარეგისტრაციო ფორმა: http://abroadworkers.moh.gov.ge)

კოორდინაციას განახორციელებენ აჭარის მთავრობა, სამუშაო ჯგუფი, თვითმმართველობები და დასაქმების სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც რეგისტრაციის პროცესს, ისე შემდგომ მონიტორინგს.

2020 წლის 3 აგვისტოს განხორციელდა ცვლილება საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომლის თანახმადაც განისაზღვრა საქართველოს მოქალაქის მიერ შრომითი საქმიანობის მიზნით თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრების კრიტერიუმები.

საქართველოს საკანონმდებკო მაცნე: (https://matsne.gov.ge/ka/document/view/4954454?publication=0)” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად