აჭარის მთავრობა დახმარებისთვის პრემიერს მიმართავს

აჭარის მთავრობის სხდომაზე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისა და სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერების განხორციელების შესახებ თანხმობის მიცემაზე იმსჯელეს.

 სხდომაზე, მუნიციპალიტეტესბი გამგებლებმა, მთავრობის წევრებს გასულ კვირას სტიქიით მიყენებული ზარალის შესახებ ანგარიში წარუდგენეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, ზარალის შედეგების აღმოფხვრა, აჭარის ბიუჯეტიდან შეუძლებელია, ამიტომაც რეგიონის მთავრობა, დახმარებისთვის ცენტრალურს მიმართავს.

"ჩვენ ვმოქმედებთ პრემიერის დავალებით და შესაბამისად, შესწავლილ იქნა სტიქიის მიერ მიყენებული ზარალიმოცულობა და აღმოფხვრის გზები. მე, დღეს მივეცი დავალება, რომ უახლოეს პერიოდში, უმოკლეს ვადებში მოხდეს დათვლილი ზარალის კომპენსირება.

ჩვენ, ჩვენი ბიუჯეტის ფარგლებში, ამ მილიონ 150 ათას ლარს, რომელიც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე იქნება მიმართული, ჩვენი ძალებით ვერ შევძლებთ. მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდი საკმარისი არ იქნება. სავარაუდოდ, იმ სოციალურ მიმართულებებს, რომელიც მუნიციპალიტეტებში იქნა დათვლილი და რომელიც 200 ათას ლარს შეადგენს, ჩემი სარეზერვო ფონდიდან მოხდება ანაზღაურება.

გზებისა და ხიდების რეაბილიტაციის ნაწილში, მივმართავთ პრემიერს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით",-აცხადებს ხაბაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...