აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რუსეთის დელეგაციას საპასუხოდ საქართველოს რუკა აჩუქა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაციას შეცდომის გამოსასწორებლად საქართველოს რუკა აჩუქა.

თორნიკე რიჟვაძემ ჭადრაკის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე რუსეთის დელეგაციას სიმბოლურად საქართველოს რუკა გადასცა და აღნიშნა, რომ ვაჟაფ-შაველას ქვეყანაში სადაც სტუმარს დიდ პატივს სცემენ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რუკაზე არასწორად დატანა მაინც არ ეპატიება.

“ე.წ დიზაინერების ნებსით თუ უნებლიედ შეცდომა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, ამიტომ მე მინდა საჩუქარი გავუგზავნოთ ჩვენს სტუმრებს, რომ მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ასეთი უსახურობა საქართველოს რუკის და საქრთველოს ერთიანობის”-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ჭადრაკის ოლიმპიადაზე რუსეთის დელეგაციის მიერ დარიგებულ სასაჩუქრე პაკეტებში მოთავსებულ მინი რუკაზე საქართველოს საზღვრებში არ იყო დატანილი აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიები. ფაქტს ოპოზიციამ მიზანმიმართული უწოდა და რუსეთი ჩემპიონატის პოლიტიური მიზნების გამოყენებაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად