აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი 301 მილიონი იქნება

აჭარის უმაღლესი საბჭოს მეოთხე მოწვევის დეპუტატებმა ბიუროს ბოლო სხდომა გამართეს, რომელზეც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად კომისიებში ჩაუშვეს. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი 301 მლნ ლარი იქნება.

„ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტის პროექტი ჩაეშვება კომიტეტებში განსახილველად. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და ბუნებრიავია, ეს არის საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ბიუჯეტის დამტკიცება, დიდი ალბათობით მოუწევს მომდევნო მოწვევის უმაღლეს საბჭოს. ეს ყველაფერი არჩევნების შემდეგ იქნება და იმედი მაქვს, რომ გამოკვეთილი იქნება ის სუბიექტები, ვინც შემოვა უმაღლეს საბჭოში, შესაბამისად შევთავაზებთ, რომ ერთობლივად მოხდეს ამ საკითხის განხილვა კომიტეტებში და ამგვარად დავუბრუნოთ შენიშვნებით აჭარის მთავრობას“,-განაცხადა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძემ.
მიიღეს. კომიტეტებს მთავარი საფინანსო კანონისა და მისი თანმდევი დოკუმენტის განხილვის ვადად -17 , წამყვან კომიტეტს კი -19 ნოემბერი განესაზღვრათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად