აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი დირექტორმა თანამდებობიდან გაათავისუფლა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, მაუწყებლის დირექტორმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. გადაწყვეტილებაში, რომელიც ღლონტს ჩაბარდა, აღნიშნულია, რომ ის ტელევიზიაში მიმდინარე მოკვლევის დასრულების შემდეგ ვეღარ დაიკავებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას და სხვა თანამდებობაზე იქნება დანიშნული.

”ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება” – წერია განცხადებაში, რომელიც დირექტორის სახელით ონლაინ სამსახურს გამოუგზავნეს.

ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ 24 თებერვალს, საინფორმაციოს პროდიუსერად დანიშნული ნინო ხაჟომია საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს აჭარის მაუწყებელს, ახალი ამბების რედაქტორის პოზიციას კი ფირუზ ბოლქვაძე შეასრულებს. 19 თებერვალს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატიც გაუქმდა. მაია მერკვილაძეს კი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა დირექტორმა არარსებული თოქ-შოუს პროდიუსერობა ან რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობა შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად