აჭარის მაუწყებლის ერთმა მრჩეველმა დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი წარადგინა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი, გია ქარცივაძე ტელევიზიის შენობასთან დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილე ალექსანდრე მილორავას, შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი, გია ქარცივაძე ტელევიზიის შენობასთან დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილე ალექსანდრე მილორავას, შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. გია ქარცივაძემ, მრჩეველთა საბჭოს გიორგი კოხრეიძისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით მიმართა. ქარცივაძე დარწმუნებულია, რომ ბორდში დირექტორის იმპიჩმენტისთვის საჭირო მეორე წევრის მხარდაჭერაც ექნება.
გია ქარცივაძემ მოშიმშილე ალექსანდრე მილორავას, ამასთან დაკავშირებით, საჯაროდ მიმართა.
„ბატონო ალეკო, ჩემთვის სრულად გასაგებია თქვენი თავგანწირვა მაუწყებელში მიმდინარე მძიმე პროცესების გამოსასწორებლად, მაგრამ ვთვლი, რომ ერთი ღირსეული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის გაუარესების გარეშეც არის შესაძლებელი. მაუწყებლის მრჩველთა საბჭოში პროცესი დაიძრა (წარვადგინე განცხადება დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით), ამდენად გთხოვთ შეწყვიტოთ პროტესთის უკიდურესი ზომა და დაუბრონდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რეგიონისა და მაუწყებლის ისტორიაში თქვენ ყოველთვის გექნებათ თქვენი ღირსეული ადგილი“,-დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქარცივაძემ.
მიუხედავად მრჩეველტა საბჭოს წევრის მიმართვისა, ალექსანდრე მილორავა შიმშილობის შეწყვეტას მანამ არ აპირებს, ვიდრე საკითხი მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე არ გავა და არ დაკმაყოფილდება.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ მაუწყებლის დირექტორისთვის უნდობლობის საკითხის წარდგენა კანონდარღვევით მოხდა, ვინაიდან მის თქმით, იმპიჩმენტის ინიცირებისთვის აუცილებელია საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის ანუ ორი მრჩევლის ხელმოწერა. საბჭოს წევრი სოსო სტურუა კი აცხადებს, რომ დირექტორის გადადგომის მოთხოვნას მრჩეველთა საბჭოში საჭირო რაოდენობის მხარდაჭერა არ ექნება. სტურუა გიორგი კოხრეიძისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველს ვერ ხედავს.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად