აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილე ვახო ხუზმიაშვილი გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილეობის მსურველი სამი კანდიდატიდან, კომისიამ ვახო ხუზმიაშვილი შეარჩია. ამის შესახებ ცნობილი, რამდენიმე წუთის წინ გახდა.

ვახო ხუზმიაშვილი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა, ბოლოს ის ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. რაზე ისაუბრა გასაუბრების მიმდინარეობისას კომისიის წევრებთან ხუზმიაშვილმა, უცნობია. კანდიდატებთან გასაუბრება, დახურულ ფორმატში წარიმართა.

მიზეზად, კომისიის წევრებმა, მაუწყებლის ჟურნალისტების მხრიდან აზრის გამოხატვის დროს მიღებული სტრესი დაასახელეს. ჟურნალისტების პროტესტის მიზეზი კი ის გახდა, რომ კომისიის წევრებმა კანდიდატებს იმ სიუჟეტს უჩვენებენ, რომელიც კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ახალი ამბების სამსახურმა მოამზადა.
სიუჟეტის ავტორი, ჯენი კვანტალიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და კომისიის წევრებს უსვამს კითხვა, 27იანვარს მომზადებულ კონკრეტულ სიუჟეტის, დირექტორის პოტენციურ მოადგილესთან გარჩევით, ილახება თუ არა მისი, როგორც ჯურნალისტის უფლება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად