აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი, მაუწყებლის მენეჯმენტთან მედიაციის პროცესს იწყებს

ხვალიდან, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი, მაუწყებლის მენეჯმენტთან მედიაციას იწყებს, რაც საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლის წინა პროცესია.

როგორც პროფესიულ კავშირში აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ მედიაციის პროცესში მენეჯმენტი არ იქნება თანახმა მოთხოვნების შესრულებაზე 21 დღის გასვლის შემდეგ, ანუ მედიაციის დასრულებისთანავე, გაფიცვა დაიწყება.

საგაფიცვო დოკუმენტაცია უკვე მზად არის და ის 4 ძირითადი პუნქტისგან შედგება. მოთხოვნებს შორისაა: სტატუს ქვოს აღდგენა, რაც საშტატო ცვლილებებამდე არსებული მდგომარეობაზე დაბრუნებას გულისხმობს და სარედაქციო დამოუკიდებლობის წერილობითი გარანტიები. უფრო მეტი დეტალი, რაც დოკუმენტაციაშია ჩადებული, პროფკავშირების განცხადებით, ცნობილი ხვალ გახდება.

მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილის პროტესტი, ახალი ამბების სამსახურის უფროსის გათავისუფლებას, საშტატო ცვლილებების შედეგად, მისი მოადგილის თანამდებობის გაუქმებასა და მენეჯმენტთან დაკავშირებულ პრეტენზიებს უკავშირდება. ჟურნალისტების განცხადებით, ახალი მენეჯმენტი ცდილობს, არხის საინფორმაციო პოლიტიკა, ხელისუფლებისადმი ლოიალური გახადოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად