აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების ყოფილ უფროსს მენეჯმენტმა ხელშეკრულება შეუწყვიტა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილ ხელმძღვანელს, შორენა ღლონტს მაუწყებლის მენეჯმენტმა ხელშეკრულება შეუწყვიტა.

შორენა ღლონტი, მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ, ახალი ამბების სამსახურს ჩამოაშორეს და 24 თებერვლიდან ამ დრომდე, ვების მიმართულებით კონსულტანტად მუშაობდა. როგორც აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ემზარ პაქსაძე აცხადებს, გათავისუფლების საფუძველს, რა ჩაიწერა ბრძანებაში, მას შემდეგ გაასაჯაროვებს, რაც ღლონტის თანხმობა ექნება.

შორენა ღლონტს, ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. ის, მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად