“აჭარის მაუწყებელში სუსია” – ჟურნალისტების მდუმარე აქცია პირდაპირ ეთერში

“აჭარის მაუწყებელში სუსია” -ჟურნალისტების მდუმარე აქცია პირდაპირ ეთერში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებმა, საინფორმაციო გამოშვებაში, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები და საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება, მდუმარე 1 წუთიანი ეთერით გააპროტესტეს.

შეგახსენებთ: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, მაუწყებლის დირექტორმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. გადაწყვეტილებაში, რომელიც ღლონტს ჩაბარდა, აღნიშნულია, რომ ის ტელევიზიაში მიმდინარე მოკვლევის დასრულების შემდეგ ვეღარ დაიკავებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას და სხვა თანამდებობაზე იქნება დანიშნული.

ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ 24 თებერვალს, საინფორმაციოს პროდიუსერად დანიშნული ნინო ხაჟომია საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს აჭარის მაუწყებელს, ახალი ამბების რედაქტორის პოზიციას კი ფირუზ ბოლქვაძე შეასრულებს.

19 თებერვალს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატიც გაუქმდა.

მაია მერკვილაძეს კი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა დირექტორმა არარსებული თოქ-შოუს პროდიუსერობა ან რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობა შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად