აჭარის მაღალმთიანეთში თოვლის საფარის სიმაღლე 1 მეტრს აჭარბებს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული ვითარების გათვალისწინებით გზების გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია. დეპარტამენტის ინფორმაციით, გზები იწმინდება:

უჩხო-გუდასახოს, ვაშლოვანის, შურმულის, პაქსაძეების, კორტოხის, ღურტის, დანისპარაულის, შუასოფლის, დიდაჭარის, საციხურის, აგარას, ღორჯომის, მეკეიძეების, ლაბეიძეების, ღორჯომი-გორგაძეების, ტუნაძეების, ფუშრუკაულის, კვატიას, ხულო-განახლების მიმართულებით.
გზების გაწმენდით სამუშაოებს 8 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებს.

დიდთოვლობაა შუახევშიც, მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. თოვლის სიმაღლე სოფლებში 50-100 სმ-ია, ხოლო დაბაში ათ სანტიმეტრამდეა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ შუახევში 7 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს და აწარმოებს გზების გაწმენდით სამუშაოებს.

სამუშაოები მიმდინარეობს: კვიახიძეების, კარაპეტის, ნიგაზეულის, ნენიის, უჩამბის, შუახევი-ჩირუხის, ხიჭაური-ნაღვარევის, გომარდულის, ხიჭაური-ახალდაბის და წყაროთის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად