აჭარის მაღალმთიანეთში გამოიდარა

აჭარის მაღალმთიანეთში, ინტენსიური თოვის შემდეგ გამოიდარა. შესაბამისი სამსახურები ამ დროისთვის საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებენ.

ადმინისტრაციულ ერთეულში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებში აცხადებენ, სამუშაოებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად, ჩართულები არიან მერის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს 62 ერთეული მძიმე ტექნიკით ახორციელებდა.

„ხულოს მუნიციპალიტეტში ყველა თემის ცენტრალური გზა გაწმენდილია. მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების დასუფთავება. შუახევის მუნიციპალიტეტში დარჩენილია რამდენიმე სოფელი, რომლებზეც სამუშაოები ხვალ დღის ბოლომდე დასრულდება. ქედის მუნიციპალიტეტში ყველა თემის საავტომობილო გზა გაწმენდილია. სამუშაოები შიდა სასოფლო გზებზე გრძელდება. სოფლების შიდა საუბნო გზებზე მიმდინარეობს სამუშაოები ხელვაჩაურშიც.

სამუშაოების მიმდინარეობას დეპარტამენტის უფროსი და მოადგილეები ესწრებოდნენ“,-აცხადებენ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა მაღალმთიანი სოფლების ნაწილი. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დაზიანებების აღმოსაფხვრელად სამუშაოები გრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად