აჭარის მაღალმთიანეთში გამოიდარა-მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა

ხულოსა და შუახევში ინტენსიური თოვის შემდეგ, დღეს დილიდან გამოიდარა. როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები სრულადაა გაწმენდილი.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ დილიდან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდა. ასევე, სრულადაა გაწმენდილი კურორტ გოდერძისთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა სადაც, წუხელ გვიან ღამემდე მძიმე ტექნიკა მუშაობდა.

თოვლის საფარმა, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ერთ მეტრს გადააჭარბა.

„საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ყველა სოფელთან და უბანთან მისასვლელი გზა სრულად იქნება აღდგენილი. ელექტრო ენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს“,-აცხადებენ ხულოს მერიაში.

საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას საშუალება აქვს მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის ცხელ ხაზზე დარეკოს 24 საათიან რეჟიმშინომერზე-551 00 52 72.

თოვლის საფარი დაბა შუახევის ცალკეულ სოფელში 50-60 სანტიმეტრია, ხოლო მაღალ ზონაში ერთ მეტრს აღწევს.

„ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. გადაადგილება შესაძლებელია ორხიდიანი ტრანსპორტით, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

დღეს დილიდან დაიწყო თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ჯაბნიძეების, კვიახიძეების, ლომანაურის, ხიჭაური-ნაღვარევის,ზამლეთი-ნიგაზეულის,ბუთურაულის, კობალთას, ფურტიო-მომწვარის, გოგაძეების, უჩამბა-წაბლანას, ხიჭაური-ნაღვარევის, ბრილის, დღვანის, ქიძინიძეების, პაპოშვილები-გორის, ბარათაული-ჭათების, ვანის, კარაპეტის მიმართულებით.მუნიციპალიტეტში მუშაობს აჭარის საგზაო დეპარტამენტის 15 ერთეული და მერიის 1 ერთეული ტექნიკა“,-აცხადებენ შუახევის მერიაში. მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგია ყველა სოფელსა და დასახლებულ უბანს მიეწოდება.

მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მოქმედებს ცხელი ხაზი 08 000 000 08.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად