აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო:ქობულეთის კლასტერი დახურულია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერი დახურულია. 30 აპრილის შემდეგ მუნიციპალიტეტში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

უწყების ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერის ფარგლებში კორონავირუსი დაუდასტურდა 36 პირს. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 33.
8 მაისიდან მუნიციპალიტეტის მაღალი რისკის ზონებში მოიხსნა მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები. ქობულეთის ოთხ სოფელში კარანტინი 12 აპრილს გამოცხადდა. იზოლაციის პერიოდში, თერმოსკრინინგი ჩაუტარდა 33 ათას 988 პირს. საკარანტინე პერიოდში, მეთვალყურეობის ქვეშ იყო 575 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად