აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ზღვის პროდუქტები თრომბების ჩამოყალიბებას უშლის ხელს

ხარების დღესასწაულზე ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების პირველი ფესტვალი გაიმართა. იდეის ავტორი და ფესტივალი ორგანიზატორი აკვა კულტულტურის ასოციაცია "ფორეჯი"-ა, პროექტის აქტიური მხარდამჭერი ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, ხარების დღესასწაულზე თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი ძალიან სიმბოლურია.

„ეს ფესტივალი დღეს პირველად იმართება, მადლობა მინდა ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაცია "ფორეჯი"-ს, რომელმაც მოიფიქრა და პირველად დღეს, სიმბოლურად ძალიან სწორედ, ხარების დღესასწაულს დაამთხვია თევზის და ზღვის პროდუქტების ფესტივალი", – განაცხადა ზაალ მიქელაძემ. 

აჭარის ჯადაცვის მინისტრის განცხადებით, შავის ზრვის ჩვენი ნაწილი არ არის მდიდარი ზღვის პროდუქტებით თუმცა ის რესურსი რაც გვაქვს მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული. 

"სამწუხაროდ, ჩვენი შავი ზღვა ვერ არის მდიდარი ზღვის სხვა პროდუქტებით, თუმცა შეიძლება იმ რესურსის მაქსიმალურად გამოყენება რაც ზღვის გარდა ჩვენს მდინარეებშია. პლიუს სოფლის მეურნეობის ჩართულობა იმ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ადექვატურად იწყებენ და აფინანსებენ ამ მიმართულების პროექტებს სოფელში, რაც თევზის მეურნეობების განვითარებას უწყობენ ხელს. ჩვენ ამ კულტურის ხალხი ვართ, ნაწილი ზღვის, აქედან გამომდინარე თევზის გარეშე ვერ უნდა წარმოედგინოს თითოეულ ჩვენგანს არსებობა, კვება. სწორედ, კვებაში თეზვის პროდუქტების დიდი წილი ძალიან უწყობს ხელს გონებრივ განვითარებას", – განაცხადა მინისტრმა. 

ზაალ მიქელაძე "აიპრესთან" ადამიანის ორგანიზმზე თევზის დადებით თვისებებზე საუბრობს და აცხადებ, რომ ის ხელს უწყობს ენდკრინულ ჯირკვლებს კარგად ფუნქციონირებაში, ასევე მისი მიღება გონებრივ განვითარებაში ძალიან ეხმარება ადამიანს. 

"სწორედ ერთ-ერთი პრევენციაა გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების ანუ თრომბების ჩამოყალიბებას უშლის ხელს. პლიუს, მისი შემადგენობა, მათ შორის იოდის ინსტალაცია ფარისევრ ჯირკვალს ხელს უწყობს სწორ ფუნქცუნიორებაში, არა მხოლოდ ფარისევრთა ჯირკვლის არამედ მთელი ენდოკრინული სისტემის. თევზი იმდენ კარგ მინერალებს მიკროელემენტებს შეიცავს. თავისი პროცენტით შეიძლება ეს იყოს 0.001 % ჩვენი ორგანიზმის საერთო შემადგენლობის, მაგრამ ეს კისრულობს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას, ეს არის ფოსფორი და მიკროელემენტები. აქედან გამომდინარე უნდა ვასწავლოთ სწორი, დროული მოხმარება თევზის და თევზთან ერთად სხვა ჯანსაღი გარემოს მოხმარება. ერთმანეთთან სწორი კომუნიკაციით შეიძლება ყველაფერი სწორად მოვიხმაროთ", – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...