აჭარის ინდუსტრიული მემკვიდრეობა პოლონეთში, კონფერენციაზე წარმოადგინეს

პოლონეთის ქალაქ ზაბრჟემ ინდუსტრიული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია ყოველწლიურად აერთიანებს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ინსტიტუციების წარმომადგებლებს როგორც პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებიდან, ისე საფრანგეთის, უკრაინის, გერმანიის, ბელგიის, ტუნიზის, რუსეთის, სლოვაკეთის და იტალიის ქალაქებიდან.

ზაბრჟეს ინდუსტრიულ კონფერენციაში უკვე მეორე წელია მონაწილეობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი პოლონეთში მიშელ ჟანოვსკი. მიშელ ჟანოვსკი სპეციალური პრეზენტაციით წარსდგა და მსმენელებს აჭარის ინდუსტრიული მემკვიდრეობა გააცნო. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო ბათუმის ნავთობტერმინალის შენობა, ძველი პორტი, ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი, ძველი რკინიგზის სადგური, ღვინის ქარხნები, ჩაის ფაბრიკები. კონფერენციის ფარგლებში ზაბრჟეში ჩატარდა ასევე ტურისტული გამოფენა, სადაც სპეციალურად აჭარისთვის განკუთვნილ სტენდთან, ბატონი ჟანოვსკი სარეკლამო მასალებსა და აჭარაში მოგზაურობისათვის საჭირო ინფორმაციას გასცემდა.

ინდუსტრიული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციისა და გამოფენის ორგანიზატორები არიან ზაბრჟეს მუნიციპალიტეტი, მხარდამჭერები კი პოლონეთის ტურიზმის პალატა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...