აჭარის განთლების სამინისტრომ სტუდენტების დასაფინანსებლად კონკურსი გამოაცხადა

2020 წელს სტუდენტების დასაფინანსებლად კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება, პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს გათვალისწინებულია 900 ტუდენტის დაფინანსება, ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიონს.

„აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით შეიმუშავა სტუდენტთა დახმარების პროგრამა. პირველ ეტაპზე – დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ პირველი კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მეორე ეტაპზე – დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე. დაინტერესებულმა პირებმა განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ სამინისტროში. პირველი ეტაპი: 2020 წლის 3 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით. მეორე ეტაპი: 2020 წლის 3 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით“, -აცხადებენ უწყებაში.

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 2012-2019 წლებში, აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 6 ათას 146 სტუდენტი დაფინანსდა, რისთვისაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 6 მილიონ 259 ათას 620 ლარი გამოიყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად