აჭარის განათლების სამინისტროში პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლეს

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სილეზიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მასპინძლობს სილეზიის სავოევოდოს (პოლონეთი) ოფიციალურ დელეგაციას, სილეზიის სავოევოდოს სეიმიკის თავმჯდომარის, ბატონი იან კავულოკის ხელმძღვანელობით.

2011 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სილეზიის სავოევოდოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.

მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და სილეზიის სავოევოდოს სეიმიკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეხვედრას სამინისტროში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ბადრი ნაკაშიძე, ალექსანდრე დავითაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე და სამინისტროს დარგობრივი დეპარტამენტის უფროსები ესწრებოდნენ.

სტუმრებს რეგიონში განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს. ასევე, სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად