აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ახალგაზრდებს შეხვდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების – „მომავლის თაობა“ და „ვიმოქმედოთ უკეთესი მომავლისთვის“ მონაწილეებს შეხვდა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დავითაძემ ახალგაზრდული პოლიტიკისა და სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდული მიმართულება იქნება განსაკუთრებით გამოკვეთილი და მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მაქსიმალურად ჩართვა მიმდინარე პროცესებში.

შეხვედრაზე ახალგაზრდებმა საკუთარი მოსაზრებები, ხედვები და ინიციატივები წარმოადგინეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...