აჭარის განათლების მინისტრი მაშველებს საკვებს უმზადებს

აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი მაშველებს სადილს უმზადებს.

უკვე 30-ე საათია, 200-ზე მეტი მაშველი ჩამონგრეული კორპუსში მოყოლილი ადამიანების სამაშველო სამუშაოებშია ჩართული. სხვადასხვა სამსახურის, სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები და რიგითი ბათუმელები მათ წყალს, საკვებსა და სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტით ამარაგებენ.

 

ქართველი მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან  ამოიყვანეს 2 ცოცხალი და 9 გარდაცვლილი ადამიანი.

ცნობისთვის, ბათუმში გუშინ დაახლოებით 11:45 საათზე მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩის კვეთაზე 3 სადარბაზოიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ნგრევის ფაქტზე  3 პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები
იტვირთება...