აჭარის განათლების მინისტრი ხალას, ბობოყვათისა და დაბა ჩაქვის სკოლების რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას.

წელს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს 15 საჯარო სკოლის სრული და ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

დაწყებულია 8 საჯარო სკოლისა და ორი სპორტული დარბაზის მშენებლობა.

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან და სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროს ჯემალ სურმანიძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას, ბობოყვათისა და დაბა ჩაქვის #1 საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ხალას საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სკოლის შიდა ინტერიერის კეთილმოწყობითი სამუშაოები. დაბა ჩაქვის #1 საჯარო სკოლაში განხორციელდება საკლასო ოთახებისა და დერეფნების კეთილმოწყობა, ასევე, ფასადის თანამედროვე მასალების გამოყენებით შეფუთვა-მოპირკეთება.

ბობოყვათის საჯარო სკოლაში დაწყებულია სკოლის ცალკე მდგომი სპორტული და სააქტო დარბაზების შენობის სრული რეაბილიტაცია.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, სკოლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება ვინაიდან, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა აჭარის მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება.

რომლის მიზანია სკოლებში სასწავლო გარემოს გაუმჯობესება და თანამედროვე ინვეტარით აღჭურვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...