აჭარის განათლების მინისტრი გერმანიის ლაიფციკის უნივერსიტეტის დოქტორანტების ჯგუფს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრი ინგა შამილიშვილი და მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე გერმანიის ლაიფციკის უნივერსიტეტის დოქტორანტების ჯგუფს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. 

მინისტრმა ინგა შამილიშვილმა ლაიფციკის უნივერსიტეტის დოქტორანტებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. განსაკუთრებული აქცენტები განათლებისა და კულტურის სფეროში მოქმედ პროგრამებზე გაკეთდა. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად