აჭარის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტის სხდომაზე მიმოიხილეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება მიმოიხილეს უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა. მიმოხილვა ამჯერადაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუკტარაძემ წარმოადგინა.

მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში -112, ხარჯვითში კი 76,4 %-ითაა შესრულებული. რაც შეეხება სამინისტროებს, შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 85,7 % განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქვს. 83, 9 %-თ შესრულდა სოფლის მეურნეობის, 82,2 %-ით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, 80,7 %-ით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების ბიუჯეტები.
ჯაბა ფუტკარაძემ, ძირითადი მოხსენების დასრულების შემდეგ, უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა მინისტრის მიერ წარმოდგენილი მიმოხილვის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად