აჭარის ბიუჯეტი, 5 თვეში, 16 მილიონიანი გადაჭერბებით შესრულდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, 5 თვის მონაცემებით, საშემოსავლო ნაწილში 16 მილიონიანი გადაჭარბებით შესრულდა. 

დავით ბალაძის თქმით, აღნიშნული მონაცემები ხელსაყრელ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე მიუთითებს და პასუხობს ყველა იმ კითხვას, რომელიც ოპონენტებს, რეგიონის მთავრობასთან, ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გააჩნიათ.

"დაგეგმილი 89 მილიონი ბიუჯტიდან, დახარჯულია 82 მილიონი და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მიმდინარეობს ბიუჯეტის შესრულებლის მაჩვენებლები. ასევე მინდა შევეხო, შემოსავლების მაჩვენებელს, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის და აქამდე გაჩენილ კითხვებს აქარწყლებს.

დაგეგმილი საშემოსავლო გადასახადი, რაც 5 თვის მონაცემებით შესრულებულია და გადაჭარბებულია 16 მილიონით, მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. რაც ვფიქრობ, არის იმის ინდიკატორი, რომ რეგიონში კარგი საინვესტიციო და ბიზნესგარემო, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს დასაქმების ზრდას.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ გარდა ჩვენს მიერ გაჟღერებული ციფრებისა, სტატისტიკის ბიურო ყოველკვარტალურად აკეთებს ინფორმაციას, სადაც რეგიონი არის ლიდერი დასაქმების, ბიზნესის აქტივობისა და გამოშვებული პროდუქციის მიმართულებით“,-აცხადებს დავით ბალაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად