აჭარაში ტრადიციული რეწვის ოსტატებისთვის ვორკშოპები მიმდინარეობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით მეოთხე წელია ხორციელდება საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტი – „ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარება“, რაც ხელს უწყობს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული რეწვის პროდუქციის განვითარებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებთან ტრადიციული რეწვის ოსტატების კავშირების დამყარებას და ტრადიციული რეწვის დარგის პოპულარიზაციას რეგიონში.

პროგრამის ფარგლებში წელს დაგეგმილია ოსტატების მიერ აჭარის რეგიონში მოქმედ მუზეუმებთან თანამშრომლობით რეწვის პროდუქციის შექმნა მუზეუმებში დაცული არტეფაქტების თემატიკაზე.

პროექტის მიზანია რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამრავალფეროვნება, თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა და ტრადიციული რეწვისა და სამუზეუმო სექტორის თანამშრომლობის განვითარება, პროექტში მონაწილე რეწვის ოსტატების შერჩევა საგრანტო კონკურსის წესით განხორციელდა.

გამარჯვებული ოსტატების გამოვლენის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმებში მოეწყო სასწავლო ვიზიტები და სამუზეუმო კოლექციების ჩვენება ოსტატებისთვის.

ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული კოლექციების შესწავლის საფუძველზე იდეების გენერირების ვორკშოპი პროდუქციის ახალი დიზაინის პროტოტიპების შესამუშავებლად. აღნიშნული აქტივობების განხორციელების შემდეგ მოეწყობა პროექტის ფარგლებში შექმნილი ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად