აჭარაში, სპორტის დამსახურებული მოღვაწის ჯემალ არობელიძის იუბილე აღინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს ჯემალ არობელიძეს 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად უმასპინძლეს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ჯემალ არობელიძეს იუბილე მიულოცა და სამინისტროს მადლობის სიგელი გადასცა აჭარაში სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ჯემალ არობელიძე არის საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე.

მან გამოცდილ სპორტის მოღვაწეებთან ერთად აჭარაში თანამედროვე კლასიკური სპორტის ერთიანი სისტემა ჩამოაყალიბა და არაერთ ახალგაზრდა სპორტსმენს გაუკვალა გზა დიდ სპორტულ სარბიელზე.

ჯემალ არობელიძეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის, მისი მხარდაჭერით აშენდა ქობულეთის ცენტრალური სტადიონი. სწორედ ამიტომ დაიმსახურა საპატიო ქობულეთელის სტატუსი.

ამჟამად ჯემალ არობელიძე აქტიურად არის ჩართული აჭარის სპორტის ვეტერანთა კავშირის საქმიანობაში.
ხელმძღვანელობს ეკოლოგიური და სპორტული ტურიზმის ფედერაციას. აჭარის ა.რ სპორტის დეპარტამენტი სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს ერთჯერად ფულად ჯილდოს გადასცემს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად