ხულოში 6 სახლი დაიწვა – ფოტორეპორტაჟი სტიქიის ზონიდან

ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მეხალაშვილებშე გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა.

როგორ “აიპრესს” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად დაიწვა 6 სახლი, დაშავებული არავინაა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო სამაშველო ჯგუფი 35 მეხანძრე-მაშველი.

ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ხანძარს შედეგად არავინ დაშავებულა.
ვახტანგ ბერიძე აცხადებს, რომ ხუთიდან ორ საცხოვრებელ სახლში არავინ ცხოვრობდა, პირველ ეტაპზე, დაზარალებული სამი ოჯახის უსაფრთხო ადგილას გაყვანა და მათი ქირით უზრუნველყოფა მოხდება.


სოფელ მეხალაშვილებში ხანძრის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები, საკუთარი ფეისბუქგვერდზე, აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარმა პარლამენტში, ანზორ ბოლქვაძემ გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად