აჭარაში სკოლები 1 ოქტომბერს არ გაიხსნება, რეგიონში შეზღუდვები ამოქმედდა

იმ ქალაქებში, სადაც 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, 1 ოქტომრიდან სწავლას სკოლებში გაგრძელდება, გამონაკლისია აჭარის რეგიონი.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო აჭარაში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა.

“ყველგან სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1 ოქტომბრიდან I-დან  VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას და ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავს, ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთს და გორს განსხვავებით ამ 4 ქალაქისგან, 1 ოქტომრიდან სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანბელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად