აჭარაში საკარანტინე სივრცეები 3 800-ზე მეტმა პირმა დატოვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რეგიონის საკარანტინე სივრცეები, 3 800-ზე მეტმა პირმა უკვე დატოვა, დაკვირვების ქვეშ რჩება 1500 ადამიანი.

„ეს ციფრი არის მოძრავი, თუმცა ხედავთ, რომ ორჯერ მეტია სივრცეებიდან გასულ პირთა რაოდენობა,“-აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის აჭარაში მდგომარეობა კონტროლირებადია, ვინაიდან ახალ გამოვლენილი ინფიცირებულების სავარაუდო ინფექციის წყაროები და კონტაქტები ცნობილია.

ნინო ნიჟარაძის თქმით, იმისათვის, რომ ეს ტემპი შენარჩუნდეს, აუცილებელია მკაცრად იქნას დაცული სოციალური დისტანცია და აუცილებელი კონტაქტები ვიქონიოთ, მხოლოდ დამცავი საშუალებების გამოყენებით.

კომენტარები
იტვირთება...