აჭარაში საკარანტინე სივრცე, საერთო ჯამში 4000-მდე პირმა დატოვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში განთავსებული საკარანტინე სივრცეები, საერთო ჯამში 4000-მდე პირმა დატოვა, 1 500ადამიანი კი, ამ დრომდე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კარანტინში რჩება.

„ციფრი არის ცვალებადი, მაგრამ საშუალოდ რჩება, ისევ იგიცე მონაცემი. გარდა ამისა, ამ დროისთვის 100 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში და თუ კი უსრულდება იზოლაციის პერიოდი, შესაბამისი საკონტროლო კვლევის შედეგების მიხედვით მოეხსნებათ შეზღუდვა,“-აცხადებს, ნინო ნიჟარაძე.
მინისტრის მოადგილე, აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, არსებული სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, დაემორჩილონ არსებულ შეზღუდვებს, რათა არ მოხდეს ვირუსის უკონტროლოლო გავრცელება. ნინო ნიჟარაძე, წესების დაცვის შესრულების აუცილებლობას, განსაკუთრებით მას შემდეგ ხედავს, რაც მთავრობის მიერ დაწესებული გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდება.
ამ დროისთვის აჭარაში, 37 ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდინფიცირებულია, რომლებიც მკურნალობას, ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ გადიან.
კლინიკა, გუშინ დატოვა ორმა გამოჯანმრთელებულმა, ნინო ნიჟარაძის თქმით, ამ დროისთვის რეგიონში, კორონავირუსისგან 15 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები
იტვირთება...