აჭარაში, საერთო ჯამში, კორონავირუსისგან 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა

აჭარაში, ვირუსის გამოვლენის პირველი შემტხვევიდან დღემდე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა. უწყების მინისტრის მოადგილის თქმით, 4 პაციენტმა, ბათუმის კლინიკა „მედალფა“ გუშინ დატოვა.

„დღეის მდგომარეობით, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს ლაბორატორიულად დადასტურებულიპაციენტი. გუშინ დაგვემატა 4 გამოჯანმრთელებული და რეგიონში, დღეის მდგომარეობით სულ 20 გამოჯანმრთელებული გვყავს“-განაცხადა მედიასთან საუბარში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, გარდა ერთი შემთხვევისა, მსუბუქი მიმდინარეობისაა. ნიჟარაძე ამბობს, რომ მართვით სუნთქვაზე მყოფი კაცის მკურნალიობა, დადებითი დინალიკით მიმდინარეობს, თუმცა ის კვლავ რჩება სტაბილურად მძიმე პაციენტების კატეგორიაში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში დღე-ღამის განმავლობაში, 130პირის ბიოლოგიური მასალა იქნა გატესტილი, აქედან კოვიდ დადებითი ერთი პირი აღმოჩნდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 60 წლამდე პირი, საქართველოში სარფის საბაჟოდან შემოვიდა. ის ამ დრომდე, საკარანტინე სივრცეში იყო განთავსებული.

კომენტარები
იტვირთება...