აჭარაში ყველაზე მასშტაბური ინვესტიის განხორციელება დაიწყო

დღეს ქობულეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, კომპანია „გრინ რეზორთისა“ და „ელ & ერ“ კომპანის წარმომადგენლებმა ერთობლივად ჩაუყარეს საფუძველი მრავალმილიონიან ტურისტულ-რეკრეაციულ კომპლექსს „მწვანე ქალაქი“, რომელიც 180 ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა გაშენდეს. დღესვე ამავე პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს, ევროპაში ერთერთი ყველაზე დიდი გოლფის მოედნის მოწყობის შესახებ.
საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალს კომპანიის წარმოადგენლებთან ერთად ადგილობრივი მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„ ჩვენ ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. კერძო სექტორი არის მაქსიმალურად აქტიური. დღეს ქობულეთში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, მწვანე ქალაქის განხორციელების: დაიწყო როგორც წინასამშენებლო სამუშაოები, ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება გავაფართოვოთ ინვესტიციები და პრაქტიკულად, ეს იქნება რეგიონში ყველაზე დიდი გოლფის ინფრასტრუქტურა. სწორედ ამიტომ, ხელი მოვაწერეთ კიდევ ერთ დამატებით შეთანხმებას და გარდა მწვანე ქალაქისა, აქ იქნება 27 ლუმკიანი გოლფის მოედანი, რომელსაც ევროპაში ბევრი ანალოგი არ ექნება“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...