აჭარაში პირველად დონორთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

დღეს დონორთა საერთაშორისო კონფერენცია “მხარდაჭერა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის“ გაიხსნა. კონფერენცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გახსნა და რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მსხვილი პროექტები მიმოიხილა. ყურადღება გაამახვილა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სინქრონული განვითარების საჭიროებაზე, ასევე, ისაუბრა რეგიონში ეკოლოგიისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე.

“სოფლის მეურნეობა, ეკოლოგია და მწვანე პოლიტიკა არის ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი, რომელიც თანაბრად ქმნის შესაძლებლობებს, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის. ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი. ასევე, ჩვენ ვმსჯელობთ მეორე ფაზასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ბათუმში არსებული ნაგავსაყრელის კონსერვაციას. ასევე, აზიის განვითარების ბანკთან უკვე დაწყებული პრინციპული მოლაპარაკებები ბულვარის გაგრძელებასთან დაკავშირებით” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

დონორთა საერთაშორისო კონფერენცია რეგიონში პირველად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.

კონფერენციას საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების (UNDP, USAID, FAO, IFAD, USDA, CENN, EBRD, SCO, Caritas, Marcy Corps Georgia) წარმომადგენლები, მინისტრები, ქალაქ ბათუმის მერი, ტურიზმის დეპარტამენტის და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად