აჭარაში, ფერმერებზე ჩითილების გადაცემის პროცესი დაიწყო

შუახევის მუნიციპალიტეტში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, ფერმერებზე ბოსტნეული ჩითილების უფასოდ გაცემა დაიწყო.

„საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, ეკოლოგიურად სუფთა საჩითილე მასალა გარანტირებულად უზრუნველყოფს უხვი და ხარისხიანი მასალის მიღებას. აღნიშნულ საჩითილე მეურნეობაში გამოყვანილი იქნა კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული, რომელთა საერთო რაოდენობა აღწევს 350 ათას ცალს. მოყვანილი ჩითილები, დაურიგდებათ ასევე ხულოს, ქედის ხელვაჩაურისა და ქობულეთის ფერმერებს. პირველ ეტაპზე, ერთ ოჯახს პამიდორის 30 ჩითილი გადაეცა ჯამში, დღეს 120 000 ცალი ჩითილი გაიცა. პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და ადგილობრივები მიღებენ ასევე ბოსტნეულის სხვადასხვა კულტურის ჩითილებს“,-აცხადებენ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

კომენტარები
იტვირთება...