აჭარაში ორი დღის განმავლობაში გაზი გაითიშება

“სოკარის” ინფორმაციით, აჭარაში ორი დღის განმავლობაში გაზი გაითიშება. მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს, დილის 6 საათიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, გაზის მიწოდება შეუწყდება 93 ათასამდე აბონენტს.

კომპანიაში ამბობენ, რომ 12 ოქტომბერს, დილიდან, გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება. ინფორმაციას როგორც გათიშვის, ისე ჩართვის თაობაზე ინდივიდუალურად, ყველა აბონენტს სმს-ის სახით აცნობებენ.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კონკრეტული უბნები და ქუჩები დაზუსტებული არ არის.

წყარო: აჭარის ტელევიზია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად