აჭარაში მეხუთე დღეა Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოკვლეული 140 ლაბორატორიული ტესტის პასუხი უარყოფითია.

უკვე მეხუთე დღეა, რეგიონში კორონავირუსით ინფოიცირების ახალი შემტხვევა არ გამოვლენილა. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის რეგიონში 5 ათასი პირი გამოიკვლიეს.
ბათუმის კლინიკა „მედალფას“, დღეს, განმეორებითი ტესტირებით დადასტურებული კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დატოვებს. კლინიკის დირექტორის თქმით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებული 19 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი მიმდინარეობისაა, ხოლო ორი, მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად