აჭარაში კოვიდინფიცირებული 47 არასრულწლოვანი და 14 ორსული მკურნალობს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში აღებულ იქნა 4000-მდე PCR ტესტი, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 164 ახალი შემთხვევა.

უწყების ცნობით, სტაციონარში მკურნალობს -497 პაციენტი, მათ შორის, 47 არასრულწლოვანი და 14 ორსული. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება -694 პაციენტი. გამოჯანმრთელდა და სტაციონარი დატოვა 9 პაციენტმა. საკარანტინო სივრციდან ბინაზე გაეწერა – 38 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად