აჭარაში კორონავირუსზე ჩატარებული 36 ლაბორატორიული კვლევის პასუხი უარყოფითია

ბათუმის ცხელების ცენტრებში დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზებული 36 პაციენტიდან Covid-19 არც ერთს არ დაუდასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები. აჭარაში,კორონავირუსზე ამ დრომდე 7 ათას 500-ზე მეტი მოქალაქე გამოიკვლიეს.
ბათუმში კორონავირუსისგან დღეს, კიდევ 7 პაციენტი განიკურნა. „მედალფას“ დირექტორის განცხადებით, კლინიკიდან შესაძლოა, კიდევ ერთი განკურნებული პაციენტი გაწერონ.
ამ დროისთვის, კლინიკაში ოთხი კოვიდინფიცირებული რჩება. მათგან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა სტაბილურად მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
„მედალფაში“, აჭარაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, 52 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. მედიკოსებმა, ორი პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს. ახალი კორონავირუსის შედეგად 18 აპრილს 73 წლის ქალი დაიღუპა, გუშინ კი, მისი მეუღლე – 81 წლის კაცი. ორივე მათგანი, ქობულეთის კლასტერთან კონტაქტირებული პირი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად