აჭარაში, კორონავირუსზე ჩატარებული 347 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია

დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 347 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 36 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 18257 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1055 პირი.

რეგიონის საკარანტინე სივრცეები დატოვა 8465-მა პირმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად