აჭარაში, კორონავირუსზე 70 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 70 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

ბათუმის ცხელების კლინიკებში, დილის მონაცემებით, მოთავსებულია 21 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ამჟამად რეგიონში არ არის კოვიდ დადებითი პაციენტი.
აჭარა, 23 მაისიდან მწვანე ზონა გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად