აჭარაში, კორონავირუსზე 191 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 191 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

დღეს დილის მონაცემებით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 28 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 12 051 პირს.
30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში კორონავირუსის პირველი იმპორტირებული შემთხვევა 14 მარტს დადასტურდა. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა. ამჟამად რეგიონში არ არის კოვიდ დადებითი პაციენტი.
კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 871 პირი. კარანტინი დატოვა 7043 პირმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად