აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

უწყების ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 633 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია, აქედან ერთი პაციენტის კვლევის პასუხი კორონავისრუსზე დადებითია. შემთხვევა იმპორტირებულია, ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 40 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 25 996 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 2313 პირი. კარანტინი დატოვა 9873-მა პირმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად