აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ვირუსით ინფიცირებული 5 ადამიანი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 409 ადამიანი, საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 14 ათას 732-ს შეადგენს. აქტიური შემთხვევათა რაოდენობა რეგიონში 6 ათას 379-ს შეადგენს.
სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტებიდან, 58 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, 83 წლის კაცი რეფერალურ საავდმყოფოში, ბმს-ში გარდაიცვალა 65 წლის კაცი, მედინაში გარდაიცვალა 83 წლის კაცი, 73 წლის კაცი კი მედცენტრში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად